ხელვაჩაურის მერის უკანონო სახლი ბათუმში | ზაზა დიასამიძემ მშენებლობა მერიის ნებართვის გარეშე დაიწყო

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურის მერის ახალი ფეშენებელური სახლი ბათუმში. ზაზა დიასამიძემ ზღვისპირა ქალაქში მშენებლობა მერიის ნებართვის გარეშე დაიწყო. ეს არ არის ერთადერთი კანონდარღვევა, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობამ დაადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ სავარაუდო კორუფციის ნიშნები დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა, ირკვევა, რომ სახლის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ წელს შევსებულ დეკლარაციაშია ასახული. დოკუმენტში ასევე არ წერია ის გასავალი, რაც დიასამიძეს მშენებლობის გამო აქვს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი