"...ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში ამერიკას, რომელიც არის ნომერ პირველი სახელმწიფო მსოფლიოში და ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, ელჩი, ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ამერიკას, ელჩსაც და ამერიკის ყველა წარმომადგენელს, გვაქვს ძალიან კარგი, მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა, აქვე მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და იგი იცით, რომ ჩართული არის აქტიურად ყველა იმ პროექტის და პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში".
- თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.