
Lufthansa-ს მფრინავები გაიფიცნენ - ამ დრისთვის, Lufthansa-ს ასობით ფრენა გაუქმებულია, რადგან პილოტები ერთი დღით გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდაა.
ავიაკომპანიის თქმით, 800-მდე ფრენა შეჩერდა მის ორ უმსხვილეს ჰაბებზე, ფრანკფურტსა და მიუნხენში. კომპანიის ცნობით, გაფიცვის გამო, 100 000-ზე მეტი მგზავრი დაზარალდება.
Lufthansa-მ განაცხადა, რომ პილოტებს შესთავაზა 900 ევროს ერთჯერადი ზრდა, რითაც 5%-ით გაიზარდება უფროსი მფრინავების და 18%-ით დამწყები პილოტების ანაზღაურება. მფრინავების პროფკავშირი მოითხოვს, რომ ავიაკონცერნმა 5 000 კაპიტანსა და პირველ პილოტს ხელფასი 5.5%-ით გაუზარდოს და ანაზღაურების გადახდის სქემა ავტომატურად მიაბას ინფლაციის მაჩვენებელს.