
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საგანგებო მისია ზაპოროჟიეში დასრულებულია. დელეგაციამ ევროპის უმსხვილეს ბირთვულ ობიექტზე მუშაობის შედეგები უახლოეს კვირაში უნდა გამოაქვეყნოს. მანამდე კი ცნობილი ხდება სააგენტოს გადაწყვეტილება- საერთაშორისო დამკვირვებლები ზაპოროჟიეში მუდმივმოქმედი მისიით დარჩებიან.
შეგახსენებთ, უკრაინის მთავრობის მიწვევით, IAEA-მ შექმნა მისია დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოსანახულებლად. მის შემადგენლობაში 14 საერთაშორისო ექსპერტია, რომლებიც უკრაინაში 31 აგვისტოს ჩავიდნენ. IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 1-ელ სექტემბერს იმყოფებოდა.
დასკვნა, თუ რა ვითარებაა სადგურში და მოსალოდნელი საფრთხის შეფასებას, ექსპერტები დასკვნის სახით გამოაქვეყნებენ.
მისიის ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ მისიამ მოახერხა "ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის" შეგროვება ელექტროსადგურში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობისას.