"კონფრონტაციის მთავარი წყარო არის საქართველოს ხელისუფლება , ამას ამბობს იგი და გარდა ამისა, რეალურად ღალატში დასდო ბრალი უკრაინასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ გაეროში როდესაც ღარიბაშვილი გამოვა, ერთი თბილი სიტყვა მაინც თქვას უკრაინაზეო. ამაზე მეტი რა უნდა თქვას. მაგრამ, თქმა ერთია, საქმე მეორე. გამოუშვას ნიკა გვარამია, რატომ წელავს. ხომ იცის, რომ ამის გაკეთება მოუწევს. როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისე მოუწევს ნიკა გვარამიას გამოშვება"
განაცხადა "ენმ-ს" წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგის შეფასებისას.