
მერი კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც მთავარი მოთხოვნა დეოლიგარქიზაციაა, "შეურაცხმყოფელია" და რომ ქართულ ოცნებას ევროპული კურსიდან არ გადაუხვევია. თუმცა, როგორც ის ამბობს, მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს:
"ჩვენ არანაირი გადახვევა არ გაგვიკეთებია, თუმცა როდესაც ხდება არასწორი განცხადებების გაკეთება, არასწორი, დამზიანებელი და შეურაცხმყოფელი რეზოლუციების მიღება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის ექნება რეაგირება. ვსაუბრობ, რეზოლუციაზე, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო. შესაბამისად, ამას ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნება რეაგირება. საქართველო, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, მზად არის თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობისთვის, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ორმხრივი“, -აცხადებს კალაძე.