გავაზში, თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი ამბობს, რომ 27 წლის ახალგაზრდა თავს იცავდა

გამოქვეყნდა:

თელავის რაიონული სასამართლო ამ წუთებში ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მომხდარ მკვლელობაზე ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. 

27 წლის ნიკა ნანიაშვილს პროკურატურა განზრახ მკვლელობას ედავება

მოკლულის ოჯახი ამბობს, რომ  დავით ქიტესაშვილსა და ნიკა ნანიაშვილს შორის შელაპარაკება ლუდის გამო დაიწყო. სიტყვიერი შელაპარაკება ნანიაშვილის მამასა და მოკლულს შორის დაიწყო. 27 წლის ახალგაზრდა ამის შემდეგ სახლში წავიდა და ცივი იარაღი გამოიტანა. 45 წლის ქიტესაშვილს 27 წლის თანასოფლელმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა,  ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ გარდაცვლილსა და მკვლელის მამას. ეს მკვლელი სუფრაზე იყო. არც ფიზიკური შეხლა-შემოხლა ყოფილა, არც ხმამაღალი საუბარი და რაღაც. შვილი განარიდეს იმ სუფრიდან. დანა აიღო, იარაღი შეარჩია, დროც იყო გასული, მოვიდა, უბრალოდ საუბრის დროს მარჯვენა მხრიდან ერთი  დარტყმა მიაყენა." ამბობს ადგილობრივი 

ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირი ყვება: "რომ გამოვედი ძირს ეგდო დაჭრილი. ვინ დაჭრა, რა დაჭრა, მიშველეთო იძახოდა. არ დამინახავს დამჭრელი, მაგრამ მერე კი გავიგე". 

მოკლულის მამა ამბობს, რომ "არაფერი ურთიერთობა არ ჰქონიათ. როდესაც მამამისს ელაპარაკებოდაო ჩემი შვილი, ეს სახლში შესულა, აუღია დანა და შეურჭვია დანა".

განსხვავებული პოზიცია აქვს სავარაუდო დამნაშავის ოჯახს. ნიკა ნინაშვილის ახლობლები ამბობენ, ის თავს იცავდა. ისინი დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ, მაგრამ ამბობენ, რომ მოკლული მათ შვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა - "შეაგინა, შე ნაბიჭვაროო, ეგრეო, იგრეო... დანა სად ჰქონდა არ ვიცი",- ამბობს ნინაშვილის ბიძა. 

ცნობისთვის, შსს-ს ცნობით, გავაზში მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული. 27 წლის კაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ავტორი: ია გულიაშვილი

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი