
გუშინ შუაღამისას რუსებმა S-300 სარაკეტო დარტყმებით გაანადგურეს გ. კირპას სახელობის ლოკომოტივის სპორტული კომპლექსის შენობა კილოდნოგორსკის რაიონში, - ამის შესახებ განაცხადა ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
სინეგუბოვის თქმით, დაბომბვის შედეგად განადგურდა საცურაო აუზი და თანამედროვე კრივის კლუბი, რომელიც მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა.
"ეს არის მსოფლიო სპორტული არენა, სადაც სინქრონიზებული ცურვის ჩემპიონები ვარჯიშობდნენ. ამ კედლებში გამოდიოდნენ მსოფლიოს ვარსკვლავები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ოლიმპიური მედალოსნები", - ხაზგასმით აღნიშნა სინეგუბოვმა.