უკრაინამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა - სიაში პუტინის შვილები მოხვდნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა სანქციების ახალი სია დაამტკიცა, რომლის სათავეში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილები მოხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთავრობამ მხარი დაუჭირა რეინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივას და დაამტკიცა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც 99 ფიზიკურ და 178 იურიდიულ პირს ეხება. 

ეს ეხება 99 ფიზიკურ და 178 იურიდიულ პირს. წინადადებები ხელისუფლებამ ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის სახელით წარმოადგინა", -  წერია განცხადებაში

უწყების ცნობით, საუბარია რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებსა და სხვა კომპანიებზე, ასევე რუსეთისა და ბელარუსის ცენტრალური ბანკების ჩინოვნიკებზე.

შეზღუდვების ქვეშ მოექცა ის პირები და ფირმები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და რომელთა დახმარებითაც რუსეთი ცდილობდა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი