ავღანეთში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ავღანეთში ქალაქ ჰერატში მეჩეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 23 -  ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის თალიბების მომხრე სასულიერო პირი, მუჯიბ რაჰმან ანსარიცაა.

ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარს თავდასხმად აფასებენ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი