
G7 ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერია, რომ ისინი რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასების ლიმიტის დანერგვაზე შეთანხმდნენ ფასებზე ლიმიტის დაწესების მიზანია, შეამციროს რუსეთის შემოსავლები, შეასუსტოს ქვეყნის შესაძლებლობა დააფინანსოს თავისი ომი უკრაინაში და ასევე შეამსუბუქოს ომის გავლენა მსოფლიო ენერგეტიკულ ფასებზე.
მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი ვალდებულნი არიან "სასწრაფოდ იმუშაონ" ფასების ლიმიტის დასრულებასა და განხორციელებაზე.
ცნობისთვის, G7-ის შეხვედრის წინ, რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ მოსკოვი აღარ მიაწოდებს ნავთობს და ნავთობპროდუქტებს იმ ქვეყნებს, რომლებიც აირჩევენ ამგვარი შეზღუდვების დაწესებას.