ხერსონის ოკუპირებული დასახლებიდან, ოკუპაციისგან თავის დასაღწევად უკრაინელებმა მდინარე გადაცურეს

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქის ოკუპირებულ დასახლებაში მცხოვრებლებმა მდინარე ინგულეცი გადაცურეს, რათა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისულიყვნენ - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ხერსონის რაიონის პოლიცია იტყობინება. 

უკრაინული მედია წერს, რომ 12 ხანშიშესულმა ადამიანმა, რამდენიმე კილომეტრი გაცურა და უკრაინის მიერ კონტროლირებად უახლოეს დასახლებამდე მიაღწია.

მათ პოლიციას უთხრეს, რომ მთელი ცხოვრებაა სოფელში ცხოვრობენ და კარგად იცოდნენ ყველა გადასასვლელი. მათი თქმით, დასახლებაში ასამდე მშვიდობიანი ადამიანი დარჩა, ძირითადად მოხუცები. პოლიციამ ოკუპაციას გამოქცეული ადამიანები დროებით თავშესაფარში გადაიყვანა, ომის ზონიდან მოშორებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი