
ენერგოატომის ინფორმაციით, მე-5 ენერგობლოკი, რომელიც გუშინ გამოირთო, ელექტრო ქსელს შეუერთდა და ამჟამად მუშაობს. მათივე ინფორმაციით, სადგური ამუშავებს ორ ელექტროსადგურს, რომლებიც აწარმოებენ ელექტროენერგიას უკრაინის საჭიროებისთვის.
გუშინ, 1-ელ სექტემბერს, რუსების მორიგი თავდასხმის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ავარიული დაცვა ამოქმედდა და მოქმედი მე-5 ენერგობლოკი გამოირთო.