გავაზში, თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. ნიკა ნანიაშვილის ადვოკატი ბრალდებულის 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა დაცვის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებას ნინაშვილის ახლობლებიც არ ეთანხმებიან. ისინი ამტკიცებენ რომ ბრალდებული თავს იცავდა. მოკლული დავით ქიტესაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით კი დაპირისპირება თანასოფლელებს შორის ლუდის გამო დაიწყო. 45 წლის ქიტესაშვილს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი