"ოცნება" ისევ უკანონოდ გვისმენს | პრეზიდენტი ხელისუფლებას ამხელს

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" მოსმენებში ღიად ადანაშაულებს. სალომე ზურაბიშვილმა პირველად და მკაფიოდ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მასაც აქტიურად აკონტროლებს. პრეზიდენტის აღიარება ოცნებისთვის მორიგი იერიშის საბაბი გახდა.

ოლიგარქის გუნდი მზად არის საკუთარი დანაშაულის გადასაფარად ყველას დაუპირისპირდეს. ამჯერად ხელისუფლებამ ზურაბიშვილს კვალიფიკაცია და აღქმები დაუწუნა. "ოცნებას" ფარული მიყურადების ობიექტებმა მალევე შეახსენეს, რომ პრეზიდენტის აღიარებამდე იყო ბევრი მტკიცებულება, რითაც უკანონო თვალთვალი დადასტურდა, თუმცა გამოუძიებელი დარჩა, რადგან ძალაუფლება ოლიგარქის გუნდმა ტრადიციულად თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი