"ერთიანმა რუსეთმა“ მხარდამჭერთა ბაზა 15 მლნ ადამიანით შეამცირა

გამოქვეყნდა:

პარტია "ერთიანმა რუსეთმა" მხარდამჭერთა სამობილიზაციო ბაზის გაწმენდა დაასრულა და მისგან 15 მილიონი ადამიანი გამორიცხა, - ინფორმაციას უცხოური მედია РБК პარტიის წყაროებზე დაყრდნობით 
ავრცელებს.

პარტიამ მხარდამჭერთა სამობილიზაციო ბაზა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნა და მასში პარტიის წევრები და ვლადიმერ პუტინის უპარტიო მხარდამჭერები შედიოდნენ.

РБК-ს ინფორმაციით პარტიამ ბაზიდან ამოიღო ისინი ვის მონაცემებშიც ოდნავი ეჭვი ეპარებოდათ, მაგალითად  მათ ტელეფონის ნომრებში, დაბადების თარიღებში და ა.შ. გარდა ამისა, პარტიიდან ამორიცხეს ის ადამიანებიც, ვინც ნავალნის პოსტს იწონებდა. 

РБК-ს ცნობით, "ერთიანმა რუსეთმა“ ახლა მხარდამჭერების რაოდენობის გაზრდა დაიწყო და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მათი რიცხვის 30 მილიონამდე გაზრდას აპირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი