კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თბილისის ძველ სპორტის სასახლეში მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის კონცერტების გაუქმებას ეხმაურება და წერს, რომ ეს კერძო მეპატრონის გადაწყვეტილება იყო.
"საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, ვინაიდან ძველი სპორტის სასახლე არ გახლავთ კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, იგი კერძო საკუთრებაა უკვე მრავალი წელია.
შესაბამისად, კერძო კომპანიის ქონებაში კონცერტის ჩატარების საკითხი ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას.
რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს ევრობასკეტს. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ"- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ "ბილეთები ჯიმ" კულტურის სამინისტროს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, დარბაზებმა უარი უთხრეს ღონისძიების ჩატარებაზე. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. საუბარია მაკარევიჩისა და გალკინის კონცერტებზე
მაქსიმ გალკინის კონცერტი თბილისში, სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. შემოსული თანხა კი უკრაინიდან დევნილებს მოხმარდებოდა.
ამავე თემაზე:
გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტები პოლიტიკური კონტექსტით გაუქმდა - Biletebi.ge