ოკუპანტმა ცოლთან საუბრისას აღიარა, რომ ომის დანაშაული ჩაიდინა და ეშინია - უკრაინის სადაზვერვო სამმართველო

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტმა მეუღლესთან საუბარში აღიარა, რომ მან ჩაიდინა სამხედრო დანაშაული. მან მოკლა „ვინც არ არის საჭირო“. ახლა რაშისტს ეშინია, რომ ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს. 

მოსმენილი საუბრის ჩანაწერი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესცენტრმა ტელეგრამის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა.

"აქ ცოტა ავურიე, იქ მოვკალი ის, ვინც არ იყო საჭირო", - განაცხადა ოკუპანტმა.

უკრაინული მედიის ცნობით,  რაშისტი ადასტურებს, რომ ომიდან დაბრუნების შემდეგ მოუწევს პასუხისგება დანაშაულზე. ცოლმა ჰკითხა, რამდენად სერიოზული იყო მის მიერ ჩადენილი დანაშაული. და მან უპასუხა: "ომის დანაშაული, იცი ეს რა არის?"

შემდეგ საუბარში ცოლმა უამბო, თუ როგორ ცდილობენ კაცები ომში გაგზავნისგან თავის არიდებას: „მე მყავს დანაყოფები, რომლებსაც კონტრაქტის დასრულების შემდეგ, უბრალოდ უნდათ, რომ  გათავისუფლდნენ". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი