
პუტინის გარემოცვას არ სჯერა რუსეთის გამარჯვების - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ისაუბრა. გენადი გუდკოვის თქმით, პუტინს ახლო ადამიანები მხოლოდ იმიტომ პირდებიან ერთგულებას, რომ ეშინიათ ქონების დაკარგავის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაკეთილსინდისიერი გზით მოიხვეჭეს.
"მათ რომ რაიმეს გაკეთება შეეძლოთ, დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ. მათ ხომ არანაირი შემაკავებელი ფაქტორები არა აქვთ. არც მორალური, არც ადამიანური, არც თანაგრძნობა და არც სინდისი. ეს არის ხალხი, რომელმაც ამოწურა ყველანაირი რესურსი და ეს მშვენივრად იციან. უბრალოდ ახლა მატვიენკოს და სხვებს სურთ, პუტინს და მის გარემოცვას შეახსენონ, რომ მათთან ერთად არიან და ერთგულებას ინარჩუნებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უბრალოდ წაართმევენ იმ მილიარდებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იშოვეს" - ამბობს გუდკოვი.
ეს განცხადება გუდკოვმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის, განცხადების საპასუხოდ გააკეთა. ვალენტინა მატვიენკომ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ რუსეთს „გამარჯვებისთვის საკმარისი რესურსი აქვს, არა მხოლოდ მატერიალური, არამედ ინტელექტუალურიც“.