როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციები - ოპოზიცია და მესამე სექტორი ერთმანეთს პარლამენტში შეხვდა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციისა  და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მსჯელობდნენ. შეხვედრა  პარლამენტში  უკვე დასრულებულია და ცნობილია,რომ ხელისუფლების ოპონენტები საშემოდგომო სესიაზე ალტერნატიული კანონპროექტების წარდგენას აპირებენ, რომელიც მათი აზრით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას უზრუნველყოფს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია და მესამე სექტორი ძირითად საკითხებში თანხმდება. მათი თქმით, განსახილველი დარჩა 4 პუნქტი, მათ შორის არის მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის რეფორმირება, ასევე მედიის თავისუფლება, და დეოლიგარქიზაცია. საკითხებზე მსჯელობა მომდევნო კვირაში გაგრძელდება.

ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელიც დღეს შეხვედრას ესწრებოდა, "ქართული ოცნების" მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ იღებს. ისინი ამბობენ, რომ "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი