3 წელი გავიდა, რაც ოცნებამ ანაკლიის პორტი ჩააგდო, აპიარებდით ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, ააშენეთ უკვე? - ხაზარაძე მთავრობას

გამოქვეყნდა:

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წერს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნიდან სამი წელი გავიდა. ხაზარაძე პროექტის ჩავარდნაში ყოფილ და მოქმედ პრემიერმინისტრს ადანაშაულებს და წერს, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩააგდო. 

"თითქმის სამი წელი გავიდა, რაც ოცნების მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ანაკლიის პორტი ჩააგდო და ჩემი და ბადრის წინააღმდეგ ბინძური კამპანია დაიწყო. ამ ქმედებით წინა გახარიას და დღევანდელმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ ჩვენს ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა, ეს ქვეყნის და ხალხის ღალატის ტოლფასი ქმედებაა.

ამ სამი წლის განმავლობაში ერთი შეხვედრა თუ მაინც გამართეთ იმ ოთხ საერთაშორისო ბანკთან, ვინც ამ პროექტს 400 მლ $ -ით აფინანსებდა? აღარ ვკითხულობ შეხვდით თუ არა იმ ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებს, ვინც 80 მილიონი ჩადო ამ პროექტში.

ან უბრალოდ, მცდელობა თუ გქონდათ ანაკლიამდე გზის და რკინიგზის გაყვანის? ან თუნდაც პროექტის გაკეთების?

(ალბათ ყველამ იცის, რომ პორტი გზის და რკინიგზის გარეშე ვერ იმუშავებს)

ამ პერიოდში ინტენსიურად აპიარებდით ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას.

ააშენეთ უკვე?

დღეს რომ ანაკლია გვქონდეს, სულ სხვა ქვეყანა ვიქნებოდით!", - წერს მამუკა ხაზარაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი