ევროკავშირის ელჩმა რუსეთში თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩმა რუსეთში მარკუს ედერერმა თანამდებობა 2022 წლის 1 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან ტელეარხ RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც პარასკევს, 2 სექტემბერს გამოქვეყნდა. ედერერს თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ უსაუბრია. 

"ჩემს პოსტს მშვიდად ვტოვებ. ვფიქრობ, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე", - თქვა მან თითქმის ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ.

ედერერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია ევროპული მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რუსეთში.

"ჩვენ ვცდილობდით, შეგვენარჩუნებინა სივრცე, რომელიც სულ უფრო შეზღუდული იყო ხელისუფლების მიერ, ჩვენ ვცდილობდით ეს სივრცე ღია ყოფილიყო"  - თქვა მან.

ვინ ჩაანაცვლებს ედერერს რუსეთში ევროკავშირის ელჩად, ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი