
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტა Artemis I მთვარეზე გაშვება ამ კვირაში უკვე მეორედ შეჩერდა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მთვარის მისიის Artemis I-ის წყალბადის ავზში გაჟონვა აღმოაჩინეს.
რაკეტის გაშვება თავდაპირველად 29 აგვისტოს იგეგმებოდა, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო გადაიდო.
რაკეტის სატესტო ფრენა ეკიპაჟის გარეშე იგეგმებოდა. მისი მთვარეზე გაფრენა საფუძველს ჩაუყრის კოსმოსის ღრმა შესწავლის ახალ ფაზას, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის მთვარეზე დაბრუნებასა და მის მიღმა გასვლაზე.