ხელისუფლების ოპონენტები აქტიურ პოლიტიკურ შემოდგომას აანონსებენ. საპარლამენტო საქმიანობის დაწყებისთანავე ოპოზიცია კანონპროექტების დარეგისტრირებას გეგმავს, რომელიც საბოლოოდ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას უზრუნველყოფს.
სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრები გრძელდება და მომდევნო კვირაში ერთობლივი მუშაობით მომზადებულ ინიციატივებს წარადგენენ, რომელიც სასამართლო და საარცევნო სისტემის რეფორმას, მედია თავისუფლებასა და დეოლიგარქიზაციას შეეხება.