ვინ შეცვლის ბორის ჯონსონს | ბრიტანეთის მომავალი პრემიერის ვინაობას 5 სექტემბერს დაასახელებენ

გამოქვეყნდა:

ბორის ჯონსონის შემცვლელის ვინაობა 5 სექტემბერს გამოვლინდება. უცხოური მედიის ცნობით, ახალი ლიდერისთვის კენჭისყრა კონსერვატიულმა პარტიამ 3 სექტემბერს დაასრულა. 

6 სექტემბერს კი გამარჯვებულ კანდიდატს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად დანიშნავს.

ცნობილია, რომ ამ დროისთვის ქვეყნის პრემიერობისთვის ორი კანდიდატი, ყოფილი კანცლერი რიშ სუნაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი იბრძვიან:

ლიზ ტრასი:

საგარეო საქმეთა მინისტრი მმართველი კონსერვატიული პარტიიდან, რომელიც კონსერვატორების ვებგვერდის მიერ პარტიის წევრებში ჩატარებულ გამოკითხვაში რეგულარულად ლიდერობს. ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის ცნობილი ფოტოს შემდეგ, გასულ წელს, ტრასს მსგავსი ფოტო გადაუღეს, მასაც ტანკში. 

46 წლის ასაკში, ბორის ჯონსონის პრემიერობის პირველი ორი წელი მან საერთაშორისო ვაჭრობის მდივნის თანამდებობაზე გაატარა, ბრექსიტის მხარდაჭერით, გასულ წელს კი ევროკავშირთან ბრიტანეთის მთავარ მომლაპარაკებლად დაინიშნა. 

ტრასმა ორშაბათს თქვა, რომ ბორის ჯონსონს მისი 100%-იანი მხარდაჭერა აქვს. ის პრემიერის მხარდაჭერისკენ კოლეგებსაც მოუწოდებდა. 

რიში სუნაკი:

რიში სუნაკი, რომელმაც ფინანსთა მინისტრის პოსტი სამშაბათს დატოვა და თქვა, რომ "საზოგადოება სამართლიანად ელის, რომ მთავრობა სწორად, კომპეტენტურად და სერიოზულად წარიმართება", გასულ წლამდე ბორის ჯონსონის შემცვლელობის ფავორიტი იყო. 

თუმცა, ის ჯონსონთან ერთად Covid-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს, რის გამოც საკმაო კრიტიკა დაიმსახურა. 

ცნობისთვის, ბორის ჯონსონმა თანამდებობა მიმდინარე წლის 7 ივლისს დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი