
შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც 1 წლის შვილი ცხელ მანქანაში განზრახ დატოვა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული 19 წლისაა. მან ბავშვი მანქანაში იმიტომ დატოვა, რომ სახლში მისთვის ხელი არ შეეშალა. მცირეწლოვანი მანქანაში 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ამ დროს კი გარეთ 31 გრადუსი სიცხე იყო.
გამოძიებამ დაკავებულს ორი მუხლით წაუყენა ბრალი.