საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები ამ წუთებში სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებიან.
ევროპარლამენტარები თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" ფარგლებში ჩამოვიდნენ. ღონისძიება 5-6 სექტემბერს გაიმართება. სტუმრეს შორის არის ევროპარლამენტარების ის ჯგუფი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს.
ღონისძიებამდე ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეხვდნენ. მთავარი განსახილველი თემა ევროკომისიის 12 პუნქტი იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ შეხვედრები სხვა პარტიებთანაც იგეგმება.
"ქართული ელიტის რაც შეიძლება მეტ წარმომადგენელს შევხვდები. მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც და სხვებსაც. ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ახლა მნიშვნელოვანი და ღირებულია საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომზეც, იმიტომ რომ ჩემი სპეციალიზაცია სწორედ უსაფრთხოება და თავდაცვაა. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა მან.