რუსთავის მერმა 40-მდე ახალი მრჩეველი დაინიშნა, ცნობილია 23-ის ვინაობა - INFO RUSTAVI

გამოქვეყნდა:

რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს ახალი მრჩეველთა საბჭო ჰყავს. ცნობილია მრჩეველთა საბჭოს 23 წევრის ვინაობა. ჩამონათვალს, ადგილობრივი მედია Info Rustavi ავრცელებს.

როგორც Info Rustavi-ში "მთავარი არხის" ვერბგვერდს უთხრეს, მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებჯს რაოდენობა 40-მდეა. მათ შორის არიან რუსთავის ყოფილი მერები. 

Info Rustavi-ის მერის 23 ახალი მრჩევნის ჩამონათვალს აქვეყნებს:

  • ირაკლი ტაბაღუა 
  • დავით ჯიქია
  • სოსო არეშიძე
  • მერაბ ტყეშელაშვილი
  • იური ბედინეიშვილი
  • გიორგი ქოჩიაშვილი
  • იუზა ჩუბინიძე
  • გია ლეჟავა
  • თამაზ გველუკაშვილი
  • კოტე შერმადინი
  • ნოდარ ღვამბერია
  • ფრიდონ კენკებაშვილი
  • ლიანა ჩარკვიანი
  • ნარგიზი ტაბატაძე
  • ვალერი ჯიქია
  • კარლო ლეკვეიშვილი
  • გივი ჭიპაშვილი
  • ზურაბ ტაბაღუა
  • ოთარ მენაბდე
  • გოჩა შავაძე
  • მერაბ გრძელიძე
  • ზურაბ მატკავა

ჩამონათვალი არასრულია

"მთავარი არხის" ვებგვერდი ინფორმაციის დაზუსტებას რუსთავის მერიაში შეეცადა, თუმცა მერია რაოდენობას არ ამბობს. როგორც მერიის პრესსამსახურმა განგვიცხადა, "დღეს კვირაა და ორშაბათამდე დამატებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდით". 

განახლება: "მთავარი არხის" მიერ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, რუსთავის მერიის პრესსამსახური დაგვიკავშირდა და ამჯერად, ინფორმაცია მოგვაწოდა. პრესსამსახურმა გვითხრა, რომ მერს მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტებას კანონი ავალდებულებს, მისივე თქმით, საბჭოს წევრები ხელფასს არ აიღებენ. მერიაში ამბობენ, რომ ხვალ სრულად გამოაქვეყნებენ მრჩეველთა საბჭოს წევრების რაოდენობას და მათ ვინაობას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი