
მე ვფიქრობ, საქართველოს ბევრი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ მათ შორის არ არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებასთან, ამ მხრივ საქართველო კარგ მდგომარეობაშია. ახლა უბრალოდ მთავრობამ რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგას და მე იმედი მაქვს, რომ ის ამ ნაბიჯებს გადადგამს, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური გზით.
მე ვფიქრობ, ევროკომისიის პოზიცია არის გამაფრთხილებელი ზარი და ვფიქრობ, ყველა პუნქტი მათ რეკომენდაციებში მნიშვნელოვანია. ეს არ არის მენიუ, რომლიდანაც ერთი ან რამდენიმე პუნქტი უნდა აირჩიო. ყველა მათგანი უნდა შესრულდეს. დეოლიგაქრიზაცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პუნქტია, მაგრამ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა.
რუსული პროპაგანდა ცდილობს ყველაფერში ამერიკა დაადანაშაულოს. აბსურდია, რომ ვაშინგტონს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. საქართველოში უკვე იყო ომი და მეტი აღარ სჭირდება. ჩვენ ყველამ ვნახეთ ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინის მიმართ, როდესაც ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ვთვლით, რომ ეს ვიზიტი უკიდურესად მნიშვნელოვანია იმის გასახსენებლად, რომ საქართველომ ბევრი გამოიარა 2008 წლის შემდეგ. ეს ის გაკვეთილია, რომლიდანაც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნმელოვანია ამ ვიზიტის დაწყება აქ. ეს ასევე არის საქართველოსადმი, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის გამოვლინება, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას, რათა ერთ მშვენიერ დღეს ის იქნას აღდგენილი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
- თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერმა. ცნობისთვის, ღონისძიება "დიდება უკრაინას" ფარგლებში საქართველოში ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები ჩამოვიდნენ. ისინი დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.