Reuters: "ჰამასმა" ღაზაში ხუთი პალესტინელი სიკვდილით დასაჯა

გამოქვეყნდა:

ღაზას სექტორში"ჰამასის" ისლამისტებმა სიკვდილით დასაჯეს ხუთი პალესტინელი, მათგან ორი 2015 და 2009 წლებში ჩადენილი ჯაშუშობის ბრალდებით - განაცხადა "ჰამასის" მიერ მართულმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ეს არის სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა პალესტინის ტერიტორიებზე 2017 წლის შემდეგ.

სამინისტროს განცხადებაში არ არის მითითებული არც ერთი მსჯავრდებულის სრული სახელი. უწყების ინფორმაციით, სამი მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი. ორმა კი -  44 და 54 წლის ჯაშუშებმა ისრაელს მიაწოდეს ინფორმაცია, რამაც გამოიწვია პალესტინელების მკვლელობა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა, რომელიც ზედამხედველობს ქვეყნის დაზვერვის სამსახურებს, უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.

პალესტინელმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა დაგმეს სიკვდილით დასჯა და მოუწოდეს ჰამასს და პალესტინის ხელისუფლებას, რომელიც ახორციელებს შეზღუდულ თვითმმართველობას ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, შეწყვიტონ ეს პრაქტიკა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი