დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არცერთხელ არაფერი არ გამოუვიდათ - პრემიერი ექსპრემიერის განცხადებას აფასებს

გამოქვეყნდა:

„დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არცერთხელ არაფერი არ გამოუვიდათ“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ექსპრემიერის განცხადებას.

გიორგი გახარიამ ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მიერ გათავისუფლების შემდეგ გაკეთებული განცხადება მკაცრად გააკრიტიკა, სადაც ყოფილმა შს მინისტრმა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება და ხელისუფლების ცვლილება დააანონსა.

„კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ენმ გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობების ქვეყანა კი არა, შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდობისთვის. საერთოდ, ეს გუშინდელი ძალადობრივი დღე, თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ „დავამხობ“, დავასრულებ კი არ უთქვამს ან შევცვლი კი არ უთქვამს, დავამხობო. მოდი, ასე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ მომავლისკენ, ეს მცდელობები დამხობის რამდენჯერმე ჰქონდათ და არცერთხელ არ გამოუვიდათ, არც აწი გამოუვათ“, - გიორგი გახარია.

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო 6 წლის და 9 თვის შემდეგ დატოვა. მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება, თუმცა, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას, ჯერჯერობით, არ დაუკონკრეტებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი