
4 სექტემბერს, უკრაინის სამი პორტი, მარცვლეულით დატვირთულმა, 13-მა გემმა დატოვა. ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობა მარცვლეულის ტრანსპორტირების განახლების შემდეგ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გემები ოდესის, ჩორნომოვსკისა და პივდენის პორტებიდან გავიდნენ.
„პივდენის“ პორტიდან გავიდა 6 გემი, „ჩორნომორსკიდან“ 5, ხოლო „ოდესის“ პორტიდან 2 ხომალდი.
გემებზე სულ 282,5 ათასი ტონა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია, რომელიც მსოფლიოს 8 ქვეყანაში გაიგზავნება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისათვის, უკრაინის პორტებიდან უკვე გასულია 86 გემი მსოფლიოს 19 ქვეყნის მიმართულებით, 2 მილიონი ტონა პროდუქტით დატვირთული.
"მარცვლეულის დერეფანი"
ცნობისთვის, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის პორტების „ოდესას“, „ჩორნომორსკის“ და „პივდენის“ განბლოკვის შესახებ, მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტისთვის. შეთანხმებები ცალ-ცალკე, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ გააფორმეს.
1-ელ აგვისტოს, შეთანხმებების ფარგლებში, ოდესის პორტი დატოვა სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა პირველმა გემმა - RAZONI. გემმა ლიბანის პორტ ტრიპოლიში 26000 ტონა უკრაინული სიმინდი ჩაიტანა.
5 აგვისტოს, 57,000 ტონა უკრაინული სიმინდით დატვირთული პირველი გემები გავიდა ოდესის პორტებიდან, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მიმართულებით.
9 აგვისტოს ჩორნომორსკის პორტი კიდევ ორმა გემმა 70 000 ტონა საკვებით.
11 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინიდან ჰუმანიტარული საზღვაო დერეფნებით სულ დაახლოებით 375 000 ტონა მარცვლეული იყო ექსპორტირებული.
12 აგვისტოს ორმა გემმა მარცვლეულით დატოვა უკრაინის პორტები. ასევე 12 აგვისტოს, იუჟნის პორტში ჩავიდა აფრიკისთვის, მარცვლეულით დატვირთული გემი.
13 აგვისტოს მდგომარეობით, მარცვლეულის დერეფნით 16 გემი გაიგზავნა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთული.
17 აგვისტოს, უკრაინა ხუთმა გემმა დატოვა.
26 აგვისტოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ომის დაწყებიდან პირველად გაიტანა მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია ზღვით, „მარცვლეულის დერეფნით“.
31 აგვისტოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 1,5 მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული საკვები ექსპორტირებულია საზღვაო გზით.