
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვისას, დონეცკის რეგიონში და სამხრეთში სამი დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.
ზელენსკიმ კონკრეტული ტერიტორიები არ დაასახელა. მისი თქმით, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ოპერატიული ტერიტორიების მეთაურებისა და დაზვერვის უფროსისგან "კარგი ანგარიში მიიღო".
"მინდა მადლობა გადავუხადო 103-ე სახმელეთო თავდაცვის ბრიგადის 63-ე ბატალიონის ჯარისკაცებს, რომლებმაც შედეგი უზრუნველყო დონეცკის ოლქში, დასახლება განთავისუფლდა“, -აღნიშნა პრეზიდენტმა
მისივე თქმით, 54-ე ბრიგადამ ლისიჩანსკი - სივერსკის მიმართულებითაც კარგი ნაბიჯები გადადგა, წინ წაიწია და გარკვეული სიმაღლეები აიღო.
„ასევე მინდა აღვნიშნო 42-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბატალიონი - მისი გმირული მოქმედებების წყალობით ჩვენი ქვეყნის სამხრეთით ორი დასახლება განთავისუფლდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 4 სექტემბერს ხერსონის ოლქის სოფელი ვისოკოპილი გაათავისუფლეს. სოფლის საავადმყოფოს თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ჯარისკაცები შეტევაზე გადავიდნენ სლავური მიმართულებით და გაათავისუფლეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელი ოზერნე. დასახლება მდებარეობს სივერსკის დონეცის ნაპირებზე და სლოვიანსკის აღმოსავლეთით 32 კილომეტრში.