კანადაში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა სულ მცირე 10 ადამიანი მოკლეს, 15 კი - დაჭრეს | ეჭვმიტანილია 2 პირი

გამოქვეყნდა:

დანებით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა კანადის ცენტრალურ სასკაჩევანის პროვინციაში სულ მცირე 10 ადამიანი მოკლეს, 15 კი - დაჭრეს - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სახელდება ორი სავარაუდო თავდამსხმელი: 31 წლის დემიენ სანდერსონი და 30 წლის მაილს სანდერსონი. ისინი მიმალულები არიან და შეიარაღებულ და საშიშ პირებად მიიჩნევიან, რის გამოც პროვინციის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. თავდასხმები პროვინციაში რამდენიმე ადგილზე მოხდა.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოებს დანაშაულის 13 ადგილზე აწარმოებენ, სადაც დაღუპულები და დაშავებულები იპოვეს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მომხდარს სულისშემძვრელი უწოდა და განაცხადა, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი