პუტინი ამურის ვეფხვების მომრავლებით კმაყოფილია - მედია 

გამოქვეყნდა:

ვლადივოსტოკში რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა ამურის ვეფხვების დასაცავად სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შედეგებზე ილაპარაკა - ამის შესახებ ინფორმაციას პუტინის პროპაგანდიტუსლი მედიები ავრცელებენ. 

"რადიო თავისუფლების" ცნობით, პუტინმა ვეფხვების შენარჩუნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს მიმართა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საჯაროდ იშვიათად ჩნდება. 

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების ინფორმაციით, პუტინმა თქვა, რომ ბოლო 12 წელიწადში, რუსეთში ამურის ვეფხვების რიცხვი 390-დან 750-მდე გაიზარდა და ეს არის 2010 წელს, პეტერბურგში გამართულ, „ვეფხვების პირველ სამიტზე“ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი. პუტინის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბითაც, ამურის ვეფხვების რიცხვი 40%-ითაა გაზრდილი, თუმცა, არაერთ ქვეყანაში ეს ჯიში უკვე გადაშენდა და ამიტომ, ვეფხვების დაცვის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს.

პუტინის ბრძანებით, რუსეთი 24 თებერვლიდან ომს აწარმოებს უკრაინაში, სადაც დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და დანგრეულია ქალაქები და სოფლები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი