თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” უკრაინისა და საქართველოს ჰიმნით გაიხსნა

გამოქვეყნდა:

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” დაიწყო ღონიძიება უკრაინის სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, ამის შემდეგ კი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. 

2 წლის შემდეგ კონფერენეცია საქართველოში პირველად ტარდება. პანდემიის გამო მისი ჩატარება ვერ ხერხდებოდა. თბილისი მსგავს კონფერენციას მეექვსედ მასპინძლობს. 

"ჩვენ ეს კონფერენცია პირველად გვაქვს 2019 წლის შემდეგ, ეს არის უნიკალური კონფერენცია და წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვა გვსურს. საქართველოსთვის ეს სიტუაცია უცხო არ არის, მან ეს 2008 წელს გამოიარა. 

რაც შეეხება ევროკავშირის რეკომენდაციებს, თორმეტივე პუნქტი მნიშვნელოვანია. ევროკავშირს არ უთქვამს, რომ ერთი პუნქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე. საქართველოს სურს კანდიდატის სტატუსი და იმედი მაქვს, რომ მთავრობა შეასრულებს ყველა რეკომენდაციას. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველომ ამ მიზანს მიაღწიოს.

მე არ მინდა შინაურ საქმეებში ჩავერიო, მაგრამ ვიტყვი იმას,რომ პრესის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის წინაპირობაა. საქართველო დემოკრატიაა, რომელსაც სირთულეები აქვს და ჩვენ გვინდა, რომ ვიხილოთ პრესის თავისუფლების პატივისცემა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და იმედი გვაქვს, რომ ამას ვიხილავთ",- ამბობს ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი. 

კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსია მოეწყობა, სადაც რუსული აგრესიის შედეგებზე იმსჯელებენ. 

ცნობისთვის, საგანგებოდ ამ კონფერენციისთვის ქვეყანაში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ, მათთან ერთად კონფერენციაში მონაწილობას ქართველი პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი