"კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები" - ენმ-მ სტრატეგია წარადგინა

გამოქვეყნდა:

"შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები"  - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა. 

ნიკა მელიამ სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა:

  • მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და საპროტესტო ღონისძიებები;
  • უწყვეტი კომუნიკაცია მოქალაქეებთან ქალაქებსა და სოფლებში;
  • უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია;

ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ დღეს არსებობს უპრეცედენტო საზოგადოებრივი ერთიანობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა მისივე თქმით, ქვეყანას მართავს რუსული მთავრობა, რომელიც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზიდან გადასახვევად.

"ვადამდელი არჩევნებით ყველა თავისი გემოვნებით აირჩევს მისთვის სასურველ პარტიას, ჩვენ ყველას ერთად და ცალ ცალკე, მოგვეცემა შესაძლებლობა, ავირჩიოთ ევროპა" - თქვა ნიკა მელიამ ბრიფინგის დასრულებებისას.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი