საერთაშორისო კონფერენციას "დიდება უკრაინას" ხელისუფლებიდან არავინ ესწრება

გამოქვეყნდა:

საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!"  იმართება. კონფერენციას ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები, ქართველი პოლიტიკისები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცნობილია, რომ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც, თუმცა ამ დრომდე ადგილზე არც ერთი მათგანი არ გამოჩენილა.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, ხვალინდელ დაგეგმილ შეხვედრაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის ღონისძიებაზე მისვლას არ აპირებს.

ღონისძიება საქართველოში უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით იმართება. 

2 წლის შემდეგ კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება. პანდემიის გამო მისი ჩატარება ვერ ხერხდებოდა. თბილისი მსგავს კონფერენციას მეექვსედ მასპინძლობს. კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსია მოეწყობა, სადაც რუსული აგრესიის შედეგებზე იმსჯელებენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი