გორის ვიცე მერმა შვებულების დროს, ზღვისპირა ქალაქები სამსახურებრივი მანქანით შემოიარა

გამოქვეყნდა:

გორის ვიცე მერის შვებულება და ვოიაჟი სამსახურებრივი ავტომობილით - ნიკოლოზ ღვინიაშვილი შვებულებაში გავიდა და  მერიის კუთვნილი მანქანით, ზღვისპირა ქალაქები შემოიარა.  "მთავარმა" ამ ამბის დამადასტურებელი ვიდეოკადრები მტკიცებულებები მოიპოვა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ ადგილი აქვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან და ფაქტით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

ადგილობრივი ოპოზიცია არ გამორიცხავს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გორის ვიცე მერისა და სხვა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, მათი თქმით, ადგილობრივი ჩინოვნიკები ბიუჯეტის ფულს პირადი ინტერესებისთვის იყენებენ.

გორის ვიცე მერს ბოლო გადაწყვეტილებით, 500 ლიტრის საწვავის ლიმიტი აქვს გამოყოფილი. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი