
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან, სავარაუდოდ, ტერორისტმა თავი აიფეთქა.
Reuters წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს დიპლომატიურ მისიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი დაიღუპა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA იტყობინება, რომ დაშავებულია დიპლომატი და საელჩოს დაცვის თანამშრომელი. არსებული ცნობებით, სულ დაშავებულია 11 ადამიანი.
ცნობისთვის, ავღანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქაბულში რუსეთის საელჩოს შესასვლელთან და დასძინა, რომ თავდამსხმელი შეიარაღებულმა დაცვამ მოკლა.