დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი დაუნინგ სტრიტზე მივიდა. დღეს მას პრემიერმინისტრის რანგში ბოლო დღე აქვს.
მან ტერესა მეი 2019 წელს ჩაანაცვლა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს დღეს, თბილისის დროით 15:30-ზე აირჩევენ. სავარაუდო კანდიდატები ლიზ ტრასი და რიში სუნაკი არიან. 6 სექტემბერს კი გამარჯვებულ კანდიდატს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად დანიშნავს.