დღეს ჩვენ მივემგზავრებით ბრიუსელში - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება ბრიუსელში, დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

მისი თქმით, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ისაუბრებენ ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ახლა მუშაობს მთავრობა.

„დღეს ჩვენ მივემგზავრებით ბრიუსელში. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება ბრიუსელში. დელეგაციას პირადად მე ვუხელმძღვანელებ, მინისტრებიც იქნებიან, ბატონი ეკონომიკის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება საუბარი ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. ასევე, ბუნებრივია, გვექნება საუბარი იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტში ჩვენი, მმართველი პარტიის მიერ და რა თქმა უნდა, საუბარი ასევე შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს, ზოგადად, რეგიონში არსებულ გამოწვევებს უკრაინის ომთან დაკავშირებით და მის შესაძლო გავლენებს ზოგადად მთელს რეგიონსა და ევროპაზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, დეტალურად წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენს მიერ მიღწეულ პროგრესს“,- თქვა ღარიბაშვილმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი