ილია დარჩიაშვილი პავილიონისსა და ლინკევიჩუსს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ლიეტუვის სეიმის წევრსა და ლიეტუვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა. ინფორმაციას პავილიონისი Facebook გვერდზე ავრცელებს.

"პირველი შეხვედრა საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. სიმბოლურად, დღეს ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით შეხვედრაში ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ლინკევიჩუსთან ერთად. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ლიეტუვის საგარეო პოლიტიკის მთავარი წარმატება ყოველთვის იყო მემარცხენეებისა და მემარჯვენეების ერთიანი ქმედება ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციის საქმეში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იმუშავებს საქართველოსთვისაც, სადაც პოლიტიკური განხეთქილება ყოველთვის იყო ამ ქვეყნის აქილევსის ქუსლი.

ევროკომისიამ ყველა ჩვენთაგანის სახელით, ძალიან მკაფიოდ თქვა, რას ელიან თბილისისაგან, თუ მას სურს უკრაინას დაეწიოს. თუმცა, გაყოფილი ქვეყანა ამ ამოცანებს ვერ შეასრულებს. მე და ლინი მალე ვისაუბრებთ მაკკეინის კონფერენციაზე, სადაც კვლავ გავაჟღერებთ ერთიანობის ამ გზავნილს", - წერს პავილიონისი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი