
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკელ პოლიტიკოსებსა და კულტურის მოღვაწეებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი.
არსებული ინფორმაციით, ამ სიაში ასევე შედის რამდენიმე სენატორი და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და თავმჯდომარე სტივენ სტარი.
”ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მუდმივად გაფართოებული ინდივიდუალური სანქციების საპასუხოდ, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, აშშ-ს კონგრესის წევრების სხვა ჯგუფის, მაღალი რანგის ოფიციალური პირების, ბიზნესისა და ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლების, ასევე კულტურის მოღვაწეების წინააღმდეგ წესდება რუსეთის ფედერაციაში შემოსვლის აკრძალვა მუდმივი წესით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთმა ვაშინგტონის სანქციების საპასუხოდ, აშშ-ის 25 მოქალაქე სანქციების სიაში შეიყვანა.