ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუნდიგთან იყო. დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება.