
უნგრეთის სამხრეთ ნაწილში მატარებელი მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კუნფეჰერტოს მახლობლად დილის 6:45 საათზე, გზის გადაკვეთაზე მოხდა. მანქანის მძღოლი და მისი ექვსივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა.