შვებულება შრომის ნაწილია და ლოგიკურად, უნდა ჰქონდეს ადამიანს ამ პერიოდში სამსახურის მანქანით გადაადგილების უფლება, – ასე გამოეხმაურა გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გორის მერის მოადგილის მიერ სამსახურის მანქანით შვებულების დღეებში სარგებლობას.
რაზმაძე ამბობს, რომ როდესაც ადამიანის სტაჟს ითვლიან, იქ შვებულების პერიოდს არ აკლებენ, რადგან შვებულების პერიოდი საჭიროა იმ ძალის და ენერგიის აღდგენისთვის, რომელსაც ადამიანი შრომაში ხარჯავს.
“მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ საკანონმდებლო სისტემის სერიოზული კაზუსი იქნება, თუ შვებულებაში მყოფ ადამიანს არ აქვს სამსახურის მანქანით გადაადგილების უფლება. როდესაც ადამიანის სტაჟს ითვლიან, იქ შვებულების პერიოდს არ აკლებენ, რადგან შვებულების პერიოდი საჭიროა იმ ძალის და ენერგიის აღდგენისთვის, რომელსაც ადამიანი შრომაში ხარჯავს”, – თქვა დავით რაზმაძემ
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ღვინიაშვილი შვებულების პერიოდში ქობულეთში, გორის მერიის კუთვნილი ავტომობილით იმყოფებოდა.