ივანიშვილი სანქციების რეალური საფრთხის წინაშე | უკრაინა ოლიგარქის გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ქვეყნის არაფორმალური მმართველი ოლიგარქის ქონება და ძალაუფლება საფრთხეშია. ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად მოხვდა იმ პირთა ჩამონათვალში, ვის დასანქცირებასაც უკრაინა კრემლთან ღია თუ ფარული კავშირისა და აგრესორი ქვეყნის მხარდაჭერის გამო მოითხოვს. 15-კაციანი სია დასავლელ პარტნიორებს გადაეგზავნებათ, რომლებიც დაადგენენ, როგორი უნდა იყოს შეზღუდვები კონკრეტული პირების წინააღმდეგ. 

უკრაინის სანქცირების საბჭოს მიერ შემუშავებული სიის სათავეში თავად ოლიგარქი, მისი ძმები და ნათესავები არიან. ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება ასევე ითხოვს საერთაშორისო შეზღუდვებს დაექვემდებარონ ოლიგაქრის უახლოესი გარემოცვის წევრი ბიზნესმენები და გავლენიანი პირები.

ხმაურინი სიის გასაჯაროებას ოლიგაქრის მართული გუნდის მყისიერი რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ "ქართული ოცნების" უცვლელი პროპაგანდა სულ უფრო ნაკლებად შედეგიანია, მმართველი გუნდის წევრები დღესაც იმეორებენ, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი