ახალი პოლიტიკური ციკლი - "ნაციონალური მოძრაობა" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას იწყებს. შიდა და საგარეო პოლიტიკური კრიზისი არის მთავარი მიზეზი, რომელიც პარტიის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს სხვა გზას არ უტოვებს აქტიური პროტესტისა და რადიკალური ცვლილებების მოთხოვნის გარდა.
გეგმა, რომელიც მთავარ ოპოზიციურ პარტიაში გაჟღერდა, მკაფიო და გასაგებია - კომუნიკაცია ხალხთან და დასავლელ პარტნიორებთან და კრიტიკული საპროტესტო აქციები არის მთავარი ბერკეტები, რომლებიც აიძულებს "ქართულ ოცნებას" დანიშნოს არჩევნები. ამ მთავარ პოლიტიკურ მოთხოვნას სხვა ოპოზიციური პარტიებიც ეთანხმებიან.