"ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ჩაჯდა" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 
რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ჩაჯდა და საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ ვინ არის მართალი, "ქართული ოცნება" თუ სალომე ზურაბიშვილი". 

როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ზურაბიშვილს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დოკუმენტში ერთი სამართლებრივი შენიშვნაც კი არ გამოუთქვამს. მისი თქმითვე, უკანონო მოსმენა საერთოდ არის ყველანაირ კანონსაა გაცდენილი და საუბარია კანონიერი მოსმენაზე.  

"უკანონო მოსმენა საერთოდ არის ყველანაირ კანონს გაცდენილი, აქ საუბარია კანონიერი მოსმენის მოწესრიგებაზე. არანაირი კავშირი არ აქვს უკანონო მოსმენებთან. ყოველგვარი სამართლებრივი შენიშვნის გარეშე გვეუბნებიან, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა არ აღიჭურვოს ძლიერი ბერკეტით. ვეუბნებით, რომ ყველაფერი არის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი. გვითხარით, სად არის აცდენილი სტრასბურგის პრაქტიკას ან საერთაშორისო სტანდარტებს, ნული შენიშვნა. მაინც გამოდიან და გვეუბნებიან, რომ არ მიიღოთ და ა.შ...პრეზიდენტი პირდაპირ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში. რატომ, როგორ, ჩვენ ეგეც ვიცით, მაგრამ ცალკე თემაა. ჩვენ ამდენ სიმართლეს ვერ ვამბობთ. ოთხეული გამოვიდეს და თქვას”, - ამბობს  კობახიძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე  ხელს ე.წ ოცნებისგან განდგომილიებისკენაც იშვერს და ამბობს, რომ "ოთხეულმა რეალურად ძალიან ბევრი რამ იცის“.

"ზოგჯერ, როდესაც გამოდიან, გვეშინია რამე ისეთი არ ითქვას, რაც საზოგადოებისთვის მართლა შოკის მომგვრელი იყოს. ბევრი რამ იციან მათ. საზოგადოებამ ბევრი რამ რომ გაიგოს, შოკის მომგვრელი იქნება მათთვის. ამაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ რაღაც დოზის იქით სიმართლეს რომ საუბრობ, შეიძლება რაღაცებისთვის იყოს დამაზიანებელი. მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტი ჩამჯდარია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ვინ არის მართალი, „ქართული ოცნება“ თუ სალომე ზურაბიშვილი. თუ იტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილია უფრო მართალი და ჭკვიანი, მაშინ ჩვენ არ დაგვიჭერს მხარს. თუ იტყვის სალომე ზურაბიშვილი 
რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ჩაჯდა, ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვიჭერს მხარს" - ამბობს კობახიძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი